ცხადდება კონკურსი 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად (რექტორის ბრძანება 114/01-01; 02/05/2024)
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ კონკურსში მონაწილეობის წესს.
დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადები:
2024 წლის 13 მაისი 16:00 საათიდან 16 მაისის 17:00 საათამდე და 20 მაისს 10:00-დან 15:00 საათამდე.
წინასწარი შედეგების გამოქვეყნება 21 მაისი.
აპელაცია 22 მაისის 12:00 საათამდე.
აპელაციის განცხადებას გზავნით ფაკულტეტის კანცელარიის ფოსტაზე chancellery.pes@tsu.ge
კონკურსში არ მონაწილეობენ პირველი და დამატებითი სემესტრის სტუდენტები.
სტიპენდიის მისაღებ კონკურსში მონაწილეობისთვის დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ თსუ-ს III კორპუსი 107 ოთახში 09:30 საათიდან 17:00 საათამდე.
კონკურსში მონაწილე სტუდენტებმა უნდა წარმოადგინოთ:
- პირადობის მოწმობის ასლი.
- საბანკო ანგარიშის რეკვიზიტი (საქართველოს ბანკიდან).
- 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის (2023 წლის 07 აგვისტოდან 2024 წლის 04 თებერვლის ჩათვლით):
- სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
- მიმდინარე სემესტრში (2024 წლის 05 თებერვლიდან) სოციალურად მოწყვლადი ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
- ოკუპირებული ტერიტორიაზე ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
განცხადების ფორმას და ამონაწერს სასწავლო ბარათიდან მოგაწვდით ადგილზე.
გისურვებთ წარმატებებს!